17 ივნისი 2024,   15:34
ვრცლად
ლევილში ქართული ფესტივალი გაიხსნა - ისტორიული მამული ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალს უკვე მეორედ მასპინძლობს

საფრანგეთში, ლევილში ქართული ფესტივალი გაიხსნა. ისტორიული მამული ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალს უკვე მეორედ მასპინძლობს. წლევანდელი სიახლე ფესტივალის განრიგში სპორტული სეგმენტის აქტიურად ჩართვაა, განსაკუთრებული სტუმარი კი, ამ მიმართულებით მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი. სპორტსმენმა მონაწილეობა გახსნის ცერემონიაში მიიღო და სტუმრებს მასტერკლასიც ჩაუტარა.

ფესტივალის პროგრამა დატვირთულია ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრებით. ანსამბლები ლევილში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩავლენ. მსმენელი ამ დროისთვის უკვე დაესწრო საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის და ცნობილი სოპრანოს იანო ალიბეგაშვილის კონცერტს.

ლევილს სტუმრობენ სტუდენტებიც, სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ნამუშევრები მამულის პარკში გამოიფინა.

ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ქართული დასები, პირველი სპექტაკლი "მარო მაყაშვილის დღიური" ცხინვალის თეატრმა წარმოადგინა, გაიმართა ანსამბლ "ერიოსიონის" კონცერტიც. ბოლო ათეული წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ლევილის მამულში ასე მასშტაბურად პირველად აღინიშნება.

ფესტივალი 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში ლევილში 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი გაემგზავრება.

 

დღის ამბები