
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეფასებით, ისრაელის საჰაერო თავდასხმა რაფაჰის ბანაკზე ტრაგიკული შეცდომა იყო.
"ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, რომ არ დავაზიანოთ ის, ვინც ჩართული არაა, სამწუხაროდ, ტრაგიკული შეცდომა მოხდა. ჩვენ ვიძიებთ საქმეს", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რაფაჰში, დევნილთა ბანაკში, კვირას, ისრაელის თავდასხმის შედეგად, 45 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭო, დღეს, საგანგებო სხდომას გამართავს.