18 ოქტომბერი 2024,   07:12
ვრცლად
ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში და დღეს უნდა შესრულდეს ქართველი ხალხის ინტერესი - შალვა პაპუაშვილი "გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მხარდაჭერას გეგმავს.

"რა თქმა უნდა, ვაპირებთ [კანონის მხარდაჭერას], ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში და დღეს უნდა შესრულდეს ქართველი ხალხის ინტერესი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.

დღის ამბები