08 ოქტომბერი 2024,   20:41
ვრცლად
რუსეთმა სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ამსახველი კადრები გაავრცელა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ამსახველი კადრები გაავრცელა

გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს კასპიის ზღვაში დისლოცირებული რუსული საბრძოლო ხომალდები, რომლებმაც სამიზნეებზე სარაკეტო შეტევები განახორციელეს.

მოსკოვში აცხადებენ, რომ ფრთოსანი რაკეტებით სირიაში ორი დაჯგუფების ისლამური სახელმწიფოსა და ალ ნუსრას 11 ობიექტი გაანადგურეს. რუსულმა მოიერიშეებმა ასევე დაბომბეს იარაღის საწყობები, რომელიც ამერიკელების მიერ გაწვრთნილ სირიელ მებრძოლებს ეკუთვნოდათ. მათივე ობიექტი გაანადგურეს ალეპოშიც.

რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრს საერთაშორისო კოალიციასთან თანამშრომლობის გაგრძელება დაავალა. თუმცა, პენტაგონის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სირიის თემაზე ამერიკელებსა და რუსებს შორის სამხედრო თანამშრომლობა არც დაწყებულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები