ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო სახიდე გადასასვლელი არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ აშენდა. ხიდი 260 მეტრის სიგრძისაა. ის შედგება ოთხი სამოძრაო ზოლისგან. მანძილი კი წყნეთის გზატკეცილიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე 532 მეტრია. პროექტი 36 მილიონ 400 ათასი ლარი დაჯდა.
ხიდი ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ ერთად გახსნეს.
"ეს არის ოთხზოლიანი საავტომობილო გზა, სადაც გათვალისწინებულია ასევე ტროტუარები ქვეითად მოსიარულეთათვის, არის ველობილიკი. ამ პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები, თავისი ლედ სანათებით. ხიდის სიგრძე არის 232 მეტრი. უშუალოდ თვითონ პროექტი, რომელიც ბაგების წრიულიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე დაახლოებით ნახევარი კილომეტრია და აღნიშნული პროექტი უკვე დღეს დამთავრებულია.
რა თქმა უნდა, ეს არ არის ბოლო პროექტი. ჩვენ კიდევ ბევრ მნიშვნელოვან სამუშაოებს ჩავატარებთ ქალაქში, ბევრ სასიხარულო პროექტებს განვახორციელებთ დედაქალაქში და დარწმუნებული ვარ თბილისის მოსახლეობა კიდევ უფრო კომფორტულად იცხოვრებს ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში. ამ ქალაქს აქვს უდიდესი რესურსი, უდიდესი შესაძლებლობა, საჭიროებს განახლებასა და მოწესრიგებას და, ბოლო წლების განმავლობაში, დამეთანხმებით, რომ ბევრი სასიკეთო პროექტი გაკეთდა ჩვენს დედაქალაქში და მომავალში კიდევ უფრო მეტი პროექტი გაკეთდება,“ - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.