08 ოქტომბერი 2024,   20:50
ვრცლად
„თუ საჭირო გახდა გაზს სხვა ადგილებიდანაც მივიღებთ”, - თურქეთის მუქარა რუსეთს

თურქეთის  რუსეთს დაემუქრა, რომ რუსულ გაზს აღარ იყიდის.  პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთს სხვა ქვეყნებიდანაც შეუძლია გაზის მიღება  და თურქული მხარის ბოიკოტი  რუსეთისთვის  დიდი დანაკლისი იქნება. 

მან ასევე არ გამორიცხა, რუსეთთან  ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ გაფორმებული კონტრაქტის გაწყვეტა.

"თუ ატომურ ელექტროსადგურ "აქუიუს" რუსები არ ააშენებენ, მას სხვები ააშენებენ", - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ კვირას, რუსული სამხედრო თვითმფრინავები თურქეთის საჰაერო სივრცეში ორჯერ შეიჭრნენ. ერდოღანის თქმით, მისთვის მოსკოვის განმარტებები მომხდართან დაკავშირებით არადამაჯერებელია, თუმცა რუს კოლეგასთან ინციდენტზე საუბარს ჯერჯერობით არ აპირებს.

დღის ამბები