29 ივნისი 2024,   18:54
ვრცლად
რუსთავში "ოქსიგენ ფესტი" თევზჭერის ფესტივალით გაიხსნა

რუსთავში "ოქსიგენ ფესტი" გაიხსნა. საფესტივალო სივრცე პირველ ეტაპზე, ტრადიციულად, თევზჭერის მოყვარულებმა დაიკავეს. 30 ივნისამდე, რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულ ტბაზე, ისინი ყოველ შაბათ-კვირას შეიკრიბებიან.

პარალელურად, სტარტი აიღო ფესტივალის მუსიკალურმა ნაწილმაც. ივნისის ბოლომდე რუსთავის ციხესთან მოწყობილ სცენას ადგილობრივი შემსრულებლები დაიკავებენ. ფესტივალის მთავარი დასკვნითი ნაწილი 5 ივლისიდან დაიწყება.

"ოქსიგენ ფესტის" სტუმრებს, ქართულის გარდა, უცხოელი მუსიკოსების მოსმენის საშუალებაც ექნებათ.

 

დღის ამბები