27 ივნისი 2024,   00:14
ვრცლად
ის, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, შემთხვევით არ მომხდარა... ეს არის მიზანმიმართული შედეგი და დამსახურებული გამარჯვება - ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მარნეულში, ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატში გასვლა შემთხვევით არ მომხდარა და ის მიზანმიმართული მოქმედებების შედეგია.

მისივე თქმით, ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის ხელისუფლებამ და ფეხბურთის ფედერაციამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

“სულ რაღაც ორ კვირაში, პირველად ისტორიაში, ჩვენი ეროვნული გუნდი მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში. ეს არის უდიდესი მოვლენა და მერწმუნეთ, ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის მიზანმიმართული შედეგი და დამსახურებული გამარჯვება.

ის პროექტები, რაც ბოლო წლებში, ხელისუფლებამ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად განახორციელა, ხელს უწყობს ფეხბურთის განვითარებას, ხელს შეუწყობს, რომ ფეხბურთი კიდევ უფრო პოპულარული, კიდევ უფრო მასობრივი გახდეს. ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ ბოლო წლებში, ჩვენს ქვეყანაში ამდენი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

მინდა თქვენი სახელით ჩვენს ეროვნულ ნაკრებს წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად ვითამაშებთ,“ - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

დღის ამბები