28 სექტემბერი 2024,   05:27
ვრცლად
ონის მუნიციპალიტეტში მიწისძვრამ საცხოვრებელი სახლები დააზიანა

ონის მუნიციპალიტეტში, მიწისძვრამ საცხოვრებელი სახლები დააზიანა. გვიან ღამით 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა.

ეპიცენტრი სოფელი ონჭევი იყო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 112-ში 20-მდე შეტყობინება შევიდა.

სტიქიას ნგრევა არ მოჰყოლია, არ არიან დაშავებულები. დაზიანებულია შენობების კედლები.

კომისია ზარალს შეისწავლის და დასკვნას დადებს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაზარალებულებს დაეხმარებიან.

დღის ამბები