29 სექტემბერი 2024,   03:12
ვრცლად
ისრაელი "ჰამასთან" ბრძოლის პარალელურად დაჯგუფება "ჰეზბოლას" წინააღმდეგ ლიბანის საზღვრის გასწვრივ სამხედრო ოპერაციას აანონსებს

როგორც საგანგებო პრესკონფერენციაზე ისრაელის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ისრაელი, "ჰეზბოლას" პროვოკაციული ქმედებების საპასუხოდ, გადაწყვეტილების მიღების პროცესშია. თავად დაჯგუფება კი კონფლიქტის გაფართოების მცდელობაში დაადანაშაულა.

"ჩვენ იმ მომენტს ვუახლოვდებით, როცა გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. ცაჰალი ამ გადაწყვეტილებისთვის მზადაა. ისრაელის არმია უკვე 8 თვეა ჰეზბოლას პროვოკაციებს პასუხუბს, დაჯგუფებამ ბოლო პერიოდში თავდასხმები გაააქტიურა. ჩვენ კი მზად ვართ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე შეტევითი ოპერაციისთვის," - აღნიშნა ისრაელი გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ჰერცი ჰალევმა.

დღის ამბები