08 ოქტომბერი 2024,   20:49
ვრცლად
აშშ და ევროკავშირი რუსეთს სანქციებს მინსკის შეთანხმების შესრულებამდე არ მოუხსნის

ვაშინგტონმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი არ აპირებენ რუსეთის ფედერაციას სანქციები მოუხსნან, ვიდრე მოსკოვი მინსკის სამშვიდობო შეთანხმებას მთლიანად არ შეასრულებს. განცხადება ამის შესახებ დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა, გააკეთა.

ნულანდი ამერიკელ სენატორებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ჰყავდათ მიწვეული. კომიტეტის ხელმძღვანელობამ დღეს მოუწოდა ნატოს წევრ სახელმწიფოებს, აიღონ ვალდებულება შეერთებულ შტატებთან ერთად, რომ მომავალში უკრაინა ისეთივე დაცული იყოს, როგორც დღეს პოლონეთია.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2016 წლის იანვრის ბოლომდეა გაგრძელებული. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ სანქციები იანვრის შემდეგაც შენარჩუნდება, თუ მინსკის სამშვიდობო გეგმა არ შესრულდა და უკრაინა სუვერენიტეტს ვერ აღიდგენს.

დღის ამბები