08 ოქტომბერი 2024,   20:45
ვრცლად
სირიის მიმართულებით დამიზნებული რუსული რაკეტები ირანში ჩამოვარდა - აშშ-ის დაზვერვა

სირიის მიმართულებით კასპიის ზღვიდან დამიზნებული რუსული რაკეტები შეცდომით ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ინფორმაციას ამის შესახებ შეერთებული შტატების დაზვერვა ავრცელებს.

სავარაუდოდ, ირანის ტერიტორიაზე 4 რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა ზუსტი ლოკაცია უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, არის მსხვერპლიც.

ინფორმაციას ამ დრომდე უარყოფს რუსეთის თავდაცვის უწყება.

პარალელურად, რუსეთი ავიაიერიშებს სირიის ტერიტორიაზე ისევ განაგრძობს. ამჯერად ავიაციამ სამიზნეები ჰამას პროვინციაში გაანადგურა.

სირიის სამხედრო ოპერაცია იყო მთავარი თემა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შორის გუშინდელი სატელეფონო საუბრისას. ჯონ კერიმ თავის რუს კოლეგასთან კიდევ ერთხელ გააჟღერა ეჭვი იმის შესახებ, რომ რუსეთის ქმედებები სირიაში ისლამურ სახლმწიფოს არ უკავშირდება.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები