27 ივლისი 2024,   04:45
ვრცლად
უკრაინაში გასული დღის განმავლობაში 80-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა - თავდაცვის ძალებმა რუსული თვითმფრინავი "სუ-25" ჩამოაგდეს

უკრაინაში ისევ საომარი მოქმედებებია. ქვეყნის აღმოსავლეთით, რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო.

ოკუპანტებმა ზაპოროჟია, პოლტავა, მიკოლაევი და სუმის ოლქები დაბომბეს, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 81 საბრძოლო შეტაკება მოხდა. თავდაცვის ძალებმა რუსული თვითმფრინავი "სუ-25" ჩამოაგდეს.

დღის ამბები