24 აგვისტო 2026,   06:56
ვრცლად
დაზიანებული გზები, სავარგულები და ხიდბოგირები - ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში. ადიდებულმა მდინარემ უხადურამ დააზიანა ხიდბოგირები და საავტომობილო გზები. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ფეხით. გზა დაფარულია ლოდებით და დიდი რაოდენობით ქვა-ღორღით.

მოვარდნილმა წყალმა ქუჩიდან ავტომანქანები წაიღო და მდინარის კალაპოტში გადააგდო. დაზიანებულია სავარგულები, დატბორილია ეზოები.

სტიქიის ადგილზე, მთელი ღამის განმავლობაში, ხარაგაულის მერი იმყოფებოდა. მიმდინარეობს შესაბამის სამუშაოები.

დღის ამბები