08 ოქტომბერი 2024,   20:44
ვრცლად
40 დაშავებული და ათობით დაკავებული - ანტისამთავრობო გამოსვლები ლიბანში

ანტისამთავრობო გამოსვლები ლიბანში შეტაკებებით და დაკავებებით დასრულდა. ბეირუთის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა და ხელისუფლებისგან პოლიტიკური კრიზისის დასრულება მოითხოვა. ხალხის უკმაყოფილებას ის ფაქტი იწვევს, რომ პოლიტიკოსებმა მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურაზე უკვე მეოთხედ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას.

მომიტინგეები აცხადებენ, რომ მეზობელ სირიაში შექმნილ ვითარებაში, შიდა პოლიტიკური კრიზისის არსებობა ქვეყნისთვის საგანგაშოა. მომიტინგეთა წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად 40 ადამიანი დაშავდა, ათობით აქტივისტი კი სამართალდამცველებმა დააკავეს.

დღის ამბები