29 სექტემბერი 2024,   02:06
ვრცლად
45:17 - საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მეორე ამხანაგურ მატჩში ინგლისის გუნდი დაამარცხა

45-ით 17 - საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მეორე ამხანაგურ მატჩში ინგლისის გუნდი დაამარცხა. “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ პირველი ტაიმი 16:5 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ანგარიში გაზარდეს და “ექვსი ერის“ ჩემპიონთან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

ქართველმა მორაგბეებმა 6 ლელო დადეს. პირველი შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით, 31:7 დასრულდა, ამჯერად კი საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა სრულფასოვანი რევანში აიღო.

დღის ამბები