28 სექტემბერი 2024,   08:52
ვრცლად
ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა წელს მეცხრედ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი - ელისო ბოლქვაძე

მსურს სიხარულით გაცნობოთ, რომ ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა წელს მეცხრედ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, UNESCO-ს ორგანიზაციის წევრობა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს საერთაშორისო კულტურული ინტეგრაციისთვის.

“მსურს სიხარულით გაცნობოთ, რომ ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა წელს მეცხრედ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი.

UNESCO-ს ორგანიზაციის დიდი ოჯახის წევრობა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს საერთაშორისო კულტურული ინტეგრაციისთვის,“ - წერს ელისო ბოლქვაძე.

დღის ამბები