25 ივნისი 2024,   10:16
ვრცლად
მექაში სიცხისგან ექვსი ადამიანი დაიღუპა

მექაში სიცხისგან ექვსი მომლოცველი დაიღუპა. ყველა მათგანი იორდანიის მოქალაქეა. გავრცელებული ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 48 გრადუსს შეადგენდა.

მუსლიმთა წმინდა ადგილას მომლოცველები ჰაჯის ყოველწლიურ პილიგრიმობას ესწრებოდნენ, სადაც მათ გარდა კიდევ 1.8 მილიონამდე ადამიანია ჩასული. იორდანიის ხელისუფლება დაღუპულთა სამშობლოში გადასვენების საკითხზე მუშაობს.

დღის ამბები