28 ივნისი 2024,   18:54
ვრცლად
საქართველო-პორტუგალია - გადამწყვეტ მატჩამდე ერთი დღე რჩება

შეძლებს თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან გასვლას? გადამწყვეტ მატჩამდე ერთი დღე რჩება.

ხვალ, საქართველოს ნაკრები, ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ გუნდს, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ხვდება. თამაში ღამის 11:00 საათზე გელზენ კირხენში შედგება.

საქართველოს ნაკრები ამ დრომდე ფელბერტის ბაზაზეა, სადაც მორიგი დახურული ვარჯიში გაიმართა.

ქართველი ფეხბურთელების თქმით, ისინი მოედანზე მაქსიმალურად დაიხარჯებიან და წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

 

დღის ამბები