28 სექტემბერი 2024,   22:45
ვრცლად
თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც ძალიან დიდი, უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის - ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ - ბუდუ ზივზივაძე

თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის, ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ.

"კიდევ ერთი ფინალი გვაქვს, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ, რომ თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, ვითამაშებთ ფლეი-ოფში, რაც ძალიან დიდი, უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის. ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ. დანარჩენი უკვე 26-ში მოედანზე გამოჩნდება", - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე პორტუგალიას 26 ივნისს დაუპირისპირდება.

დღის ამბები