25 ივნისი 2024,   10:21
ვრცლად
აშშ-ში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა - დაშავებულთა შორი მცირეწლოვნებიც არიან

აშშ-ში, დეტროიტის აკვაპარკში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა. გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა პარკის ტერიტორიაზე 30-მდე გასროლა განახორციელა, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.


დაჭრილთა შორის არიან მცირეწლოვნებიც. მოგვიანებით, პოლიციამ თავდამსხმელი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. დამნაშავემ სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უცნობია თავდასხმის მოტივი. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები