25 ივნისი 2024,   10:20
ვრცლად
საფრანგეთში, ევროპარლამენტის არჩევნების გამო, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საფრანგეთში მემარცხენე ალიანსის, “სახალხო ფრონტის“ ლიდერები დემონსტრაციებს შეუერთდნენ, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე “ეროვნულმა გაერთიანებამ“ ამომრჩეველთა ხმების დიდი ნაწილი მოიპოვა.

პარიზის ქუჩებში, საპროტესტო მსვლელობებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. მემარცხენე ალიანსის ლიდერების განცხადებით, მათთვის “ამაღელვებელია“ იმ ხალხის დანახვა, რომლებიც მხარს უჭერს “სახალხო ფრონტის“ ალიანსს.

საპროტესტო მსვლელობები, პარიზის გარდა, დაგეგმილია მარსელში, ტულუზასა და ლიონშიც.

დღის ამბები