08 ოქტომბერი 2024,   20:41
ვრცლად
ევროკავშირმა შესაძლოა ლუკაშენკოს წინააღმდეგ მოქმედი სანქციები გააუქმოს

ევროკავშირი მზად არის ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები გააუქმოს. ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს და წერს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება 11 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზეა დამოკიდებული.  "ევროკავშირს უნდა ჰქონდეს რეაგირება პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ", – აცხადებენ ევროპელი დიპლომატები.

შეზღუდვების გაუქმების შემდეგ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბელარუსის 140 მოქალაქეს ფინანსური ოპერაციების წარმოებისა და ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცემათ.

"იმ შემთხვევაში თუ ბელარუსში ადამიანის უფლებების შეზღუდვა ისევ გამოვლინდება, სანქციები კვლავ ამოქმედდება", - წერს სააგენტო როიტერი.

დღის ამბები