14 ივლისი 2024,   14:48
ვრცლად
კოჯორში “ჯარის ბანაკი“ გაიხსნა

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში თავდაცვის სამინისტროს პროექტი “ჯარის ბანაკი“ გაიხსნა.

პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრია ირაკლი ჩიქოვანმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

პროექტის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი. შეკრებილებმა ასევე წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.

დღის ამბები