26 ივნისი 2024,   20:51
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონი დაბომბა

უკრაინაში ომი გრძელდება. რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს. არის მსხვერპლი. საარტილერიო იერიში განხორციელდა ნიკოპოლზე დნიპროპეტროვსკის ოლქში. შედეგად, ერთი მოქალაქე დაშავდა.

დაიბომბა პოლტავას ოლქიც. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი. გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ სამხრეთიდან ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხის შესახებაც. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში, დრონით თავდასხმის შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა ნავთობპროდუქტების ავზებს - ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ავრცელებს.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 119 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა, ყველაზე ცხელ მიმართულებად კვლავ პოკროვსკი რჩება.

დღის ამბები