25 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
ვაკე-საბურთალოს რაიონში წყალმომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო ცნობილია

თბილისის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. 63 ათასამდე აბონენტს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალს რეზერვუარების შევსების ალტერნატიული გზით აწვდის. დაზიანებული ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის სრულ აღდგენას კი, სავარაუდოდ, ერთი კვირა დასჭირდება. 

GWP-ის გენერალური დირექტორი, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი ამბობს, რომ სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს დილით თბილისის მერიაში - კომპანიის წარმომადგენლებს კახი კალაძე შეხვდა.

დღის ამბები