25 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
გვჭირდება რამდენიმე დღე, რომ მივაღწიოთ დაზიანებულ მილამდე და, შესაბამისად, მისი შეკეთება ბოლომდე მოხდეს - GWP-ის გენერალური დირექტორი

საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც წყლის მილსადენის დაზიანება მოხდა, აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 63 ათასამდე აბონენტს GWP წყალს რეზერვუარების შევსების ალტერნატიული გზით აწვდის. დაზიანებული ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის სრულ აღდგენას კი, სავარაუდოდ, ერთი კვირა დასჭირდება

GWP-ის გენერალური დირექტორი, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი ამბობს, რომ სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, რათა დაზიანებები უმოკლეს ვადაში აღდგეს.

"ჩვენ ვმუშაობთ სამ წერტილში და, სწორედ ახლა, ეს სივრცეა ჩვენი პრიორიტეტი. ვმუშაობთ 24 საათის განმავლობაში, რადგან არსებული დაზიანებები უმოკლეს დროში აღვადგინოთ. გვჭირდება რამდენიმე დღე, რომ მივაღწიოთ დაზიანებულ მილამდე და, შესაბამისად, მისი შეკეთება ბოლომდე მოხდეს. პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ წყლის სისტემის უტილიზებაზე, რადგან მოვახდინოთ ალტერნატიული წყაროების მიწოდება მოსახლეობისთვის. ახლა შესაძლებელია მოსახლეობისთვის გრაფიკით წყლის მიწოდება," - ამბობს ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი.

განცხადება გააკეთა GWP-ის აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ.

"მაგისტრალი ამარაგებდა 110 ათას მომხმარებელს, შესაბამისად, პირველივე საათებში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მოვახდინეთ ქსელის კონფიგურაციის ცვლილება ოპერირების, გადავიყვანეთ სპეციალურ რეჟიმზე, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ 110 ათასიდან მომხმარებლების რიცხვი შეგვემცირებინა 63 ათასამდე. ამ 63 ათას მომხმარებელთან მიმართებაში დავაწესეთ სპეციალური რეჟიმი და მივაწოდეთ ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად ინფორმაცია როგორც SMS-ების სახით, ასევე გავაზიარეთ ეს ინფორმაცია სხვადასხვა საშუალების მეშვეობით," - ამბობს გიგა ნადირაძე.

წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს დილით თბილისის მერიაში - კომპანიის წარმომადგენლებს კახი კალაძე შეხვდა.

 

დღის ამბები