26 ივნისი 2024,   21:39
ვრცლად
ვერთიანდებით უპირობოდ და ვგულშემატკივრობთ გამარჯვებისთვის - ნინო ლაცაბიძე

თბილისის პარალელურად, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანები დამონტაჟებულია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში. 18, 22 და 26 ივნისს ყველა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ადგილზე, მოეწყობა სპეციალური სივრცეები, იქნება საზეიმო მსვლელობები, მუსიკალური პროგრამები და სპორტული აქტივობები.

ქალაქ რუსთავში მატჩის ღია ჩვენება ცენტრალურ პარკში მოწყობილ "ოქსიგენ ფესტის" სივრცეში გაიმართება.

რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს მოლოდინი აქვს, რომ დღეს მთელი ქალაქი გაერთიანდება, რათა ეროვნულ ნარებს მხარი დაუჭირონ ევროპის ჩემპიონატზე.

"რუსთავში განსაკუთრებული განწყობაა. რა თქმა უნდა, გამარჯვების მოლოდინი გვაქვს. გვინდა, რომ მთელი ქალაქი გავერთიანდეთ ცენტრალურ პარკში, 20:00 საათზე და დიდ მონიტორზე ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ბიჭებს. ახალგაზრდები დღეს, კიდევ ერთხელ, ყველას გააგებინებენ, რომ ქალაქში გვაქვს ასეთი შესაძლებლობა ცენტრალურ პარკში. ასე, რომ ვერთიანდებით უპირობოდ და ვგულშემატკივრობთ გამარჯვებისთვის", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

დღის ამბები