28 სექტემბერი 2024,   08:48
ვრცლად
მიმდინარე წელს, ველოდებით გაორმაგებულ ექსპორტის მაჩვენებელს - ოთარ შამუგია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ხონში, “აგროველის" მოცვის პლანტაციაში იმყოფებოდა.

პლანტაცია 32 ჰექტარზეა გაშენებული და ამ სეზონზე 130-მდე ტონა მოსავალს ელოდება. მოცვი ექსპორტზე გერმანიაში იგზავნება. პლანტაციაში დასაქმებულია მუდმივად 20, სეზონურად კი 300 ადამიანი. შპს “აგროველი“ სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია.

“ფერმერი შეუფერხებლად ახორციელებს ექსპორტს, მათ შორის ევროკავშირის ბაზარზე, რასაც, რა თქმა უნდა, მივესალმებით. მიმდინარე წელს, ველოდებით გაორმაგებულ ექსპორტის და წარმოები მაჩვენებელს, რაც ნიშნავს დაახლოებით 100-120 მილიონი ლარის შემოსავალს ჩვენი ფერმერებისთვის. მთლიანობაში, წელს ველოდებით კარგ მოსავალს, ფაქტობრივად ყველა ძირითად კულტურაში, რომელსაც ვაწარმოებთ და ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩვენ ფერმერების გვერდში ვართ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

დღის ამბები