08 ოქტომბერი 2024,   21:16
ვრცლად
აშშ და რუსეთი სირიაში ავიაფრენების უსაფრთხოების საკითხზე მოლაპარაკებას გამართავენ

რუსეთი თანახმაა, სირიაში ავიაფრენების უსაფრთხოების საკითხზე აშშ-სთან მოლაპარაკებები გამართოს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC პენტაგონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

პენტაგონის პრესმდივანმა, პიტერ კუკმა, განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის სამინისტროს ოფიციალური პასუხი მიიღო".

მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები მხარებს შორის, სავარაუდოდ, 12 ოქტომბრამდე გაიმართება.

მანამდე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი სირიაში სამხედრო ქმედებების რუსეთთან კოორდინირებას არ აპირებს, ამიტომ მხარეები მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელებენ, მათ შორის პილოტების უსაფრთხოებაზეც.

რუსულ თვითმფრინავებთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად ამერიკულ მოიერიშეებს რამდენიმე დღის წინ კურსის შეცვლაც მოუწიათ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სირიაში 300–მდე მებრძოლი მოკლეს.

რუსეთის ავიაიერიშების მიუხედავად, ისლამურმა სახელმწიფომ წინ წაიწია და ალეპოს ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე სოფელი დაიკავა. 

დღის ამბები