08 ოქტომბერი 2024,   21:16
ვრცლად
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს

პალესტინელმა მებრძოლებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ისრაელის არმიაზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. 

მებრძოლებმა რაკეტა მას შემდეგ გაუშვეს, რაც ღაზას სექტორის საზღვარზე ისრაელის სამხედროებთან მომხდარი შეტაკებების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა. 

მოძრაობა ჰამასის ლიდერმა, ისმაილ ჰანიამ, პალესტინელებს ისრაელთან ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი ძალადობრივი აქტები ახალი ინტიფადას დასაწყისია.

 

 

 

BBC-ის ფოტო

დღის ამბები