08 ოქტომბერი 2024,   21:19
ვრცლად
მერკელი და კამერონი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების წინააღმდეგი არიან

დევიდ კამერონი და ანგელა მერკელი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების წინააღმდეგი არიან.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს და გერმანიის ლიდერების პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, სადაც მათ კრემლის პოლიტიკა განიხილეს.  

დიდი ბრიტანეთის პრემიერის-მინისტრის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირმა სანქციები ძალაში უნდა დატოვოს იქამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად მინსკის შეთანხმებებს სრულად არ შეასრულებს.

ანგელა მერკელისა და დევიდ კამერონის შეხვედრას წინ უძღოდა ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება.

ჟან კლოდ იუნკერის თქმით, ევროკავშირმა რუსეთთან პრაქტიკული ურთიერთობა უნდა აღადგინოს.

"ეს არ არის მიმზიდველი, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება," – აღნიშნა იუნკერმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება მოსკოვში კი სანქციების მოხსნისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს.

 

 

დღის ამბები