"ჰამასის" წინააღმდეგ ინტენსიური ბრძოლა სრულდება, მაგრამ ომი არ შეწყდება, სანამ ისლამისტური დაჯგუფება ანკლავის გაკონტროლებას არ შეწყვეტს - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისი თქმით, ინტენსიური იერიშების შემდეგ ისრაელი შეძლებს მეტი ძალების განლაგებას ლიბანის ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილ "ჰეზბოლასთან" ბრძოლა გამწვავდა.
მანამდე, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროები კვლავ აქტიურ საბრძოლო ოპერაციებს ატარებენ. ისრაელის ტანკებმა ალ-მავასის ე.წ. "უსაფრთხო ზონაში" კარვების ბანაკს ალყა შემოარტყეს. ღაზაში არსებულ ვითარებას ვაშინგტონში ოფიციალურ შეხვედრებზე განიხილავს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.