08 ოქტომბერი 2024,   21:22
ვრცლად
რამდენიმე წუთის წინ ანკარაში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა - არიან დაღუპულები

რამდენიმე წუთის წინ თურქეთის დედაქალაქში  ორი ძლიერი აფეთქება მოხდა.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ერთ–ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ანკარის ცენტრალური რკინიგზის სადგურის მახლობლად ამოქმედდა.

არიან დაღუპულებიც და დაშავებულებიც, თუმცა მომხდარის კონკრეტული დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.

დღეს თურქეთის დედაქალაქში მშვიდობის მარში იყო დაგეგმილი. დემონსტრანტები ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის გაპროტესტებას აპირებენ.

დღის ამბები