28 სექტემბერი 2024,   20:41
ვრცლად
სახალხო დამცველმა კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველი შევიდა. ლევან იოსელიანი კლინიკა "ვივა მედში" მონიტორინგზე იმყოფებოდა. მან ყველა პატიმარი მოინახულა, მათ შორის იყო ყოფილი პრეზიდენტი. 

ომბუდსმენის განცხადებით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ისაუბრებს, თუმცა წინა ვიზიტთან შედარებით, მისი შეფასებით მიხეილ სააკაშვილი უკეთესად გამოიყურებოდა.

სახალხო დამცველის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, საუბარი არ ყოფილა.  

"მინიმუმ წელიწადში ერთხელ მივდივარ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. მე თვითონ ვნახულობ მსჯავრდებულებს და შესაბამისად, ეს ვიზიტიც ამას ემსახურებოდა. თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორიც დამხვდა მიხეილ სააკაშვილი, იმასთან შედარებით ბევრად უკეთ არის. რაც შეეხება მის გადაყვანასთან დაკავშირებულ საკითხს, ეს საკითხი დღის წესრიგში არც დამდგარა," - აცხადებს ლევან იოსელიანი. 

 

 

 

დღის ამბები