22 დეკემბერი 2024,   15:00
ვრცლად
კომპანია Mazda 77 670 ავტომობილს უკან გაიწვევს - მათ პროგრამული ხარვეზი აღმოუჩინეს

აშშ-ში, კომპანია Mazda 77 670 ავტომობილს უკან გაიწვევს, რადგან მათ პროგრამული ხარვეზი აღმოუჩინეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გაწვევა 2016-2023 წლებში გამოშვებულ MX-5 Miata-ს მოდელს ეხება.

აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის განმარტებით, პროგრამულ მომსახურებაში აღმოჩენილმა ხარვეზმა, შესაძლოა, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომობილის წინა აირ ბალიშების განსაკუთრებული ძალით ამოქმედება გამოიწვიოს, რაც მძღოლისა და მგზავრისთვის საფრთხის შემცველია.

მედიის ცნობით, საავტომობილო დილერები აირ ბალიშის სენსორის მართვის მოდულის პროგრამულ უზრუნველყოფას უფასოდ განაახლებენ.

დღის ამბები