16 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
გიორგი გახარიას სიაში მე-6 ნომრად წარმოდგენილი ზაზა თავაძე ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე და კადრების სამსახურის ხელმძღვანელი იყო

გუშინ, პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" საპარლამენტო სიის 115 წევრი წარადგინა. სიის მე-6 ნომრად ზაზა თავაძეა წარდგენილი.

თავაძის ბიოგრაფიიდან ირკვევა, რომ, ადეიშვილის გენპროკურორობის პერიოდში, 3 წლის განმავლობაში, ის პროკურატურის კადრების სამსახურს ხელმძღვანელობდა. თავაძის სამუშაო პორტფოლიო მოიცავს ადეიშვილის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობასაც.

2004 წლიდან 2007 წლის ჩათვლით, თავაძე გენერალური პროკურატურის კადრების სამსახურის უფროსი იყო. ამ პერიოდში, გენპროკურორის თანამდებობა სწორედ ზურაბ ადეიშვილს ეკავა. 2008-2010 წლებში კი, იუსტიციის მინისტრის პოსტზე ზურაბ ადეიშვილის ყოფნის დროს, თავაძე მისი მოადგილე იყო.

დღის ამბები