16 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
"გინდოდათ მეთქვა, რომ ჩვენ ვიქნებით ევროკავშირის ნაწილი 2028 წელს მაშინ, როდესაც არ ვიქნებით - მე არ ვატყუებ ჩემს ხალხს, არ მინდა, რომ ვინმე მოვატყუო" - ალექსანდრ ვუჩიჩი

აქ არ მოვსულვარ, რომ ვინმეს მოვატყუო. გინდოდათ მეთქვა, რომ ჩვენ ვიქნებით ევროკავშირის ნაწილი 2028 წელს და ეს მაშინ, როცა ჩვენ არ ვიქნებით. შემდეგ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ოთხ წელიწადში და რას გეტყვით მაშინ?! - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა, პრაღაში გამართულ GLOBSEC-ის ფორუმზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ აპირებს, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ტყუილი პროგნოზების გაკეთებას, ვინაიდან ის არ ატყუებს საკუთარ ხალხს.

"ეს არ მოხდება, მე არ ვატყუებ ჩემს ხალხს. არ მინდა, ვინმე მოვატყუო. თქვენ მეკითხებით, უკრაინელებმა უნდა გაიმარჯვონ - მე ვამბობ, დიახ, შეგიძლიათ თქვათ რაც გსურთ, ეს არ იქნება ადვილი. ჩვენ ვართ ევროკავშირის გზაზე. დიახ, ჩვენ ტრადიციულად გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა რუსეთთან, ამას არ ვმალავთ და ამის არც მრცხვენია, რომ სერბებსა და რუსებს შორის ყოველთვის ასე იყო. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ ევროპაში, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა და როგორც ხედავთ, მე არ მეშინია ამაზე ღიად საუბრის." - განაცხადა ალექსადრ ვუჩიჩმა.

დღის ამბები