27 სექტემბერი 2024,   22:12
ვრცლად
"წალენჯიხაში ვიყავი და გული ჩამწყდა – განადგურებული გზები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა – ესაა ცხადყოფილი მაგალითი იმისა, თუ რას უშვრება "ნაციონალური მოძრაობა", ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც, საკუთარ ხალხსა და მოსახლეობას" – გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წალენჯიხაში არსებულ ვითარებაზე წერს.

როგორც გამსახურდია აღნიშნავს, "გაპარტახებული, განადგურებული გზები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა, მოშლილი თვითმმართველობა არის ცხადყოფილი მაგალითი იმისა, თუ რას უშვრება "ნაციონალური მოძრაობა", ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც, საკუთარ ხალხსა და მოსახლეობას".

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის "ნაციონალური მოძრაობის", გახარიასა და "ლელოს" "მმართველობაში მოშვების" შედეგი.

"ენა არ მომიბრუნდება არასდროს, რომ საკუთარ სამშობლოსა და საკუთარ კუთხეზე ნიშნის მოგებით ვილაპარაკო, უბრალოდ, დღეს წალენჯიხაში ვიყავი და გული ჩამწყდა, რასაც ჰქვია... იავარქმნილი და გაპარტახებული, განადგურებული გზები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა, მოშლილი ბოლომდე თვითმმართველობა და ა.შ.

ეს არის ცხადყოფილი მაგალითი იმისა, თუ რას უშვრება "ნაციონალური მოძრაობა", ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც, საკუთარ ხალხსა და მოსახლეობას. აღარაფერს ვიტყვი მათ არარსებულ მერზე, რომელიც, ალბათ, რამდენიმე საათიც არ ყოფილა სამსახურში და სამუშაო პროცესში. რაღაცნაირად, ადამიანურად მეცოდება - ადამიანი ავად არის და შველა სჭირდება, ამ მანქურთებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა კიდევ, სიაშიც კი არ ჩასვა არცერთმა და აბალახებენ რაღაც სამომავლო დაპირებებით, რომელიც, თავისთავად, როგორც მათი ყველა დაპირება, ფარსი და ტყუილია.

ეს არის, ბატონებო, "ნაციონალური მოძრაობის", გახარიასა და "ლელოს" მმართველობაში მოშვების შედეგი.

აუცილებლად ავლაგმავთ ამ სარანჩას ქართული პოლიტიკიდან!” - წერს გამსახურდია.

დღის ამბები