08 ოქტომბერი 2024,   21:17
ვრცლად
სტუდენტების აქცია თურქეთში წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით დაშალეს

თურქეთში სტუდენტების საპროტესტო გამოსვლები პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა.

სამასამდე ახალგაზრდა ანკარას ქუჩებში გამოვიდა და პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მსვლელობა მოაწყო.

ისინი 27 წლის, წარმოშობით ქურთი, მებრძოლის მხარდასაჭერად გამოვიდნენ, რომელიც კობანიში ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის დროს დაიღუპა.

სტუდენტები ხელისუფლებას სთხოვენ, რომ ოჯახს გარდაცვლილის თურქეთში გადასვენებაში დაეხმაროს და დაკრძალვის ხარჯებიც დაფაროს, რაზეც ოფიციალური ანკარა უარს აცხადებს.

პოლიციამ სტუდენტებს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიახლოვების საშუალება არ მისცა, რასაც შეტაკებები მოჰყვა.

დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და ალმოდებული ბოთლები დაუშინეს. პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემსადენი გაზი გამოიყენა.

დღის ამბები