30 მარტი 2025,   03:55
ვრცლად
"ეს არის საერთო ეროვნული დაკვეთის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება" - ბექა ოდიშარია "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      დეპუტატები პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ.

      ცვლილებების ინიცირების მიზნად "ქართული ოცნება" ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და მოზარდთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას ასახელებს.

      მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენა საშემოდგომო სესიაზე ახლად დაკომპლექტებულ პარლამენტს მოუწევს.

      პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარის განცხადებით, ეს კანონპროექტი საზოგადოების დაკვეთიდან მოდის და არავის პირად ცხოვრებაში არ იჭრება.

      "არავის ორიენტაციაში და პირად ცხოვრებაში არ იჭრება ეს კანონი. არც პოლიტიკოსებს და არც საზოგადოების წევრებს ამის უფლებას არ მივცემთ. ეს არის საერთო ეროვნული დაკვეთის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ჩვენი მარგინალური ოპოზიცია მხდალია იმისათვის, რომ გაბედოს და ღიად წინ აღუდგეს ამ ინიციატივას", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

      დღის ამბები
      მეტი