29 სექტემბერი 2024,   02:00
ვრცლად
სამშობლოში 90 უკრაინელი სამხედრო დაბრუნდა - უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა მოხდა. სამშობლოში 90 უკრაინელი სამხედრო დაბრუნდა, მათ შორის მარიუპოლის მცველებიც.

ჯარისკაცების დაბრუნებას სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაბრუნებულთა შორის ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალების, უკრაინის შეიარაღებული ძალების, ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები და მესაზღვრეები არიან.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა, რომ მათი 90 სამხედრო რუსეთში დაბრუნდა.

ღამით საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში ბალისტიკური იარაღის საფრთხის გამო ჩაირთო,მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ, აფეთქებები დაფიქსირდა ოდესის ოლქში, იერიშები განხორციელდა ხარკოვზეც, შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 123 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

დღის ამბები