29 სექტემბერი 2024,   02:32
ვრცლად
მდგომარეობა არის სავალალო, არცერთი სახურავი არ არის მთელი, სპეციალისტებმა უნდა ნახონ აუცილებლად - მიტროპოლიტი დავით მახარაძე

დილიდან ზარალს ითვლიან ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც ქარიშხალმა ალავერდის მონასტერი მნიშვნელოვნად დააზიანა.

მთელი ღამის განვალობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა როგორც მონასტერში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე. ალავერდის სამონასტრო კომპლექსი უკვე დაათვალიერეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა.

ირკვევა, რომ დაზიანებულია ტაძრის სახურავი, გუმბათი და სამეუფეო რეზიდენციის გარე ფასადი.

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) აცხადებს, რომ ტაძრის სახურავი დაზიანებულია.

"მდგომარეობა არის სავალალო, არცერთი სახურავი არ არის მთელი, სპეციალისტებმა უნდა ნახონ აუცილებლად, რადგან ქარბორბალის ძალა და ეს დარტყმა იყო საკმაოდ ძლიერი, რომ რამე უხილავიც არ სჭირდეს. მონსტრის შიგნით რაც იყო ისიც დაზიანებულია,"- აცხადებს მეუფე დავითი. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი აცხადებს, რომ დაზიანებები ღრმად არის შესასწავლი სწორი სამუშაოების ჩატარების მიზნით.

"გუშინვე ცენტრალური ხელისუფლებიდან იყვნენ ჩართულები. გაწმენდითი სამუშაოებიც ამ დრომდე გრძელდება. ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და სჭირდება სპეციალისტები, რომ შეისწავლონ ზიანი და ზუსტად დაიგეგმოს სამუშაოები,"- აცხადებს ილია ბეგიაშვილი. 

დღის ამბები