08 ოქტომბერი 2024,   21:22
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეაში მასშტაბურ აღლუმს არცერთი უცხოელი ლიდერი არ დასწრებია

ჩრდილოეთ კორეაში მმართველი მუშათა პარტიის შექმნის 70 წლის იუბილე მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშნეს.

საზეიმო აღლუმი ფხენიანში ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, ჩაიბარა.

ღონისძიებაში რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე და მძიმე ტექნიკა მონაწილეობდა.

კიმ ირ სენის სახელობის მოედანზე გამართულ აღლუმს არცერთი უცხოელი ლიდერი არ ესწრებოდა. თუმცა, ფხენიანში რამდენიმე ქვეყნის დელეგაცია მაინც ჩავიდა.

ექსპერტების შეფასებით, ფხენიანმა სამხედრო აღლუმით საკუთარი საბრძოლო პოტენციალის დემონსტრირება მოახდინა.

დღის ამბები