08 ოქტომბერი 2024,   21:22
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი ანკარის ტერაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და გარდავვლილების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და გარდაცვლილების ოჯახებს დაქვეყანას სამძიმარს უცხადებს.

პრეზიდენტის სამძიმრის განცხადება გიორგი მარგველაშვილის აპარატმა გაავრცელა, სადაც ხაზგასმულია, რომ  საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას.

"შეძრწუნებული ვარ თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანკარაში, განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

"საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას.

"ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ. 

"ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს," - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები