30 ივნისი 2024,   21:56
ვრცლად
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ფეხბურთელებს, საფეხბურთო ნაკრების წევრებს, თითოეული მათგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებულზე განსაკუთრებული - ირაკლი კობახიძე

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა დაიწყო. ირაკლი კობახიძემ თავისი სიტყვა მისალმებითა და მადლობით დაიწყო. ირაკლი კობახიძემ გამოსვლა ფეხბურთში მიღწეული ისტორიული წარმატების აღნიშვნით დაიწყო. მან მიღწეული წარმატება მიულოცა მთელს საქართველოს, ფეხბურთელებს და ფეხბურთის ფედერაციას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

"შეუძლებელია ჩემი გამოსვლა არ დავიწყო ფეხბურთით. დღევანდელი დღეები ეძღვნება თავიდან ბოლომდე ფეხბურთს, ჩვენს საფეხბურთო წარმატებას, რომელიც არის არა მხოლოდ ფეხბურთის წარმატება, ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი წარმატება. მინდა მივულოცო ყველას, სრულად საქართველოს. მინდა მადლობა გადავხადო ჩვენს ფეხბურთელებს, საფეხბურთო ნაკრების წევრებს. თითოეული მათგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებულზე განსაკუთრებული. შეუძლებელია გამოყო რომელიმე მათგანი, თითოეულმა მათგანმა ჩადო სული და გული, იმისათვის, რომ ჩვენ ამ წარმატებისთვის მიგვეღწია. მადლობა მათ იმისათვის, რომ ეს ბედნიერება და სიხარული გვაჩუქეს და განგვაცდევინეს დიდი სიამაყის გრძნობა.

მადლობა ფედერაციას, ლევან ჩვენ სუბიექტური ვართ მის მიმართ. ჩვენი გუნდი9ს წევრია, თუმცა მგონი ამ შემთხვევაში, ეს მადლობა და მილოცვა სუბიექტურობას მოკლებულია. ფედერაციის როლი ამ გამარჯვებაში იყო ასევე განსაკუთრებული. მას შემდეგ, რაც წლების წინ შეიცვალა ფედერაციაში ხელმძღვანელობა, რადიკალურად შეიცვალა მიდგომები ქართული ფეხბურთის მიმართ და შესაბამისად, ფედერაციის ხელმძღვანელობას ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა. ლევან კობიაშვილი არის განსაკუთრებული ადამიანი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მიდგომა ქვეყნის და ქართული ფეხბურთის მიმართ. სწორედ ამის გამოვლინებაა ის თანმიმდევრული პროგრესი, რომელიც ფეხბურთმა განიცადა გასული წლების განმავლობაში და ამის კულმინაციაა ის დღეები, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ და რომელმაც ძალიან დიდი ბედნიერება მოგვანიჭა." - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

დღის ამბები