08 ოქტომბერი 2024,   21:25
ვრცლად
ესპანეთში ტრეფიკინგის ბრალდებით 89 ადამიანი დააკავეს

ესპანელმა სამართალდამცველებმა ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი 89 ადამიანი დააკავეს.

სპეცოპერაცია ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში ჩატარდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები საერთაშორისო ქსელის წევრები არიან.

ისინი ჩინეთის, პაკისტანის, სამხრეთ კორეისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს დიდ ბრიტანეთში, კანადასა და შეერთებულ შტატებში არალეგალურად მოხვედრაში ეხმარებოდნენ.

ძალოვანების ცნობით, ტრეფიკიორები სატრანზიტო ლოკაციად ესპანეთს იყენებდნენ, სადაც არალეგალებს, ყალბი პასპორტების დამზადებამდე, დროებით საცხოვრებლებში ათავსებდნენ.

მომსახურების სანაცვლოდ, ტრეფიკიორები თითოეული ადამიანისგან 20 ათას ევროს იღებდნენ.

გამოძიებამ დაკავებულებს ბრალი უკვე წაუყენა.

დღის ამბები