30 ივნისი 2024,   22:56
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: გარკვეული დეჟავუ არის 2020 წლის - ეს ცარიელი სკამები აჩვენებს ზუსტად მათ იდეურ სიცარიელეს და დამოკიდებულებას სხვების ნებაზე

"გარკვეული დეჟავუ არის 2020 წლის - ეს ცარიელი სკამები აჩვენებს ზუსტად მათ ოპოზიციის იდეურ სიცარიელეს და მათ დამოკიდებულებას სხვების ნებაზე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას ქართველი ხალხი ზუსტად ისე მიუჩენს თავის ადგილს, როგორც ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა.

"ჩვენი საგაზაფხულო სესია უახლოვდება თავის დასასრულს, ამასთან ამ მოწვევის პარლამენტსაც საშემოდგომო სესიის დროსაც არ ექნება ბევრი დრო და გარკვეული დეჟავუ არის 2020 წლის. ახლაც ვხედავთ ცარიელ სკამებს ოპოზიციის მხარეს, არც რადიკალური ოპოზიცია არ ესწრება პარლამენტის სხდომას. გვახსენდება 2020-21 წლები, თუმცა მაშინაც იყვნენ ყალბები და ახლაც არიან. მაშინაც იყვნენ სხვათა ნების გამტარებლები და ახლაც არიან. როგორც მაშინ მიუჩინა ქართველმა ხალხმა თავისი ადგილი, ახლაც ზუსტად ასე მიუჩენს. ამიტომ, ეს ცარიელი სკამები აჩვენებს ზუსტად მათ იდეურ სიცარიელეს და მათ დამოკიდებულებას სხვების ნებაზე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები