08 ოქტომბერი 2024,   21:22
ვრცლად
"ხალიფატის ლეკვები" - ISIS მცირეწლოვან ბავშვებს ტერორისტებად ამზადებს

ისლამური სახელმწიფო ტერორისტებად მცირე წლოვან ბავშვებს ამზადებს.

სააგენტო როიტერსმა ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ტერორისტების ბანაკია ასახული.

კადრებში ასობით ბავშვი ჩანს, რომელთა შორის, სააგენტოს ცნობით, ყველაზე მცირეწლოვანი 5 წლის ბიჭია.

მოზარდების ნაწილი აცხადებს, რომ ისინი საკუთარი ნებით ეწერებიან დაჯგუფებაში, რომელსაც "ხალიფატის ლეკვები" ეწოდება და საბრძოლო უნარებს ეუფლებიან. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ საწვრთნელ ბანაკში იძულებით მიიყვანეს და ზოგიერთს ისლამის მიღებაც აიძულეს.

დღის ამბები