08 ოქტომბერი 2024,   21:21
ვრცლად
რუსეთი სირიაში ავიაიერიშების ინტენსივობას ზრდის

რუსეთი სირიაში ავიაიერიშების ინტენსივობას ზრდის. თავდაცვის უწყების ცნობით, მიზეზი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დამატებითი სამიზნეების აღმოჩენაა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის საჰაერო–კოსმოსურმა ძალებმა ისლამური სახელმწიფოს 55 ობიექტზე 60–ზე მეტი შეტევა განახორციელეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ავიაიერიშების შედეგად განადგურებულია მებრძოლების ორი სამეთაურო პუნქტი, 29 საველე ბანაკი და საბრძოლო მასალების საწყობი ჰამას რეგიონში.

დღის ამბები